დეველოპმენტი

ვებ პროექტები

კონცეფციიდან დაწყებული ტიპოგრაფიამდე, ჩვენი დიზაინერებისა და კონტენტ მენეჯრების ყველა გადაწყვეტილება მიზანმიმართულია და შეესაბამება თქვენს მიერ განსაზღვრული ბრენდის გამოხატულებას. ჩვენ ვიზუალი გამოსახულება  შესაბამისობაში მოგვყავს კონტენტთან, რომელიც ზუსტად ასახავს ის იდეას, რომელიც გინდათ, რომ თითოეულ საიტის ვიზიტორამდე მივიდეს და ასევე, ოპტიმიზებულია საუკეთესო ძიების შედეგებისა და ლიდის  კონვერტაციისთვის.

ვებ დიზაინი და დეველოპმენტი

ვებსაიტი მარტივი ნავიგაციით, მობილურ დივაისებზე მორგებული და ოპტიმიზირებული საძიებო სისტემით, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის მიზნების მიღწევაში და თქვენი ციფრული მარკეტინგული კამპანიების მხარდაჭერაში. ჩვენ ვქმნით ვიზუალურ იერარქიას, რათა გამოვყოთ თქვენი საიტის მნიშვნელოვანი ელემენტები და წავახალისოთ გვერდის ვიზიტორები, განახორციელონ თქვენთვის სასურველი ქმედება.

ვებ დიზაინი

ვებსაიტი არის ადგილი, სადაც შეძლებთ თქვენი ბრენდის გაციფრულებას.  კარგად შემუშავებული ვებსაიტი შეიძლება იყოს ყველაზე წარმატებული გაყიდვების არხი, თქვენი საჯარო პორტფოლიო და ეფექტური გზა ბრენდის ისტორიის მომხმარებლამდე მისატანად. მაგრამ რაც მთავარია, ხშირად ეს არის პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც თქვენ დატოვებთ პოტენციურ მომხმარებელზე. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ, მოქნილი, მასშტაბირებადი და აუდიტორიის საჭიროებებზე მორგებული ვებ დიზაინის შექმნაში

E-COMMERCE SEO

ჩვენი ელექტრონული კომერციის ინტერნეტ მარკეტინგი და SEO სერვისები მიზნად ისახავს დაეხმაროს ბრენდებს კვალიფიციური მომხმარებლების მოზიდვასა და გაზრდილი კონვერტაციის შექმნაში. ჩვენ მოვაგვარებთ ტექნიკურ საკითხებს, გავაუმჯობესებთ აღწერილობებსა და შიდა ბმულების სტრუქტურას, მომხმარებლების გაზრდის მიზნით. გარდა ამისა, ჩვენ გამოვიყენებთ სტრუქტურირებულ მარკირებას, რათა დავეხმაროთ საძიებო სისტემებს უკეთ აღიქვან თქვენი საიტი, ფოკუსირება მოახდინონ მნიშნელოვან დეტალებზე და განვავითაროთ მიმოხილვის გენერირების სტრატეგია მომხმარებელთა ნდობის გასამყარებლად.