ბრენდინგი

რას გთავაზობთ ინმარკი?
ეფექტური ბრენდის დიზაინი, ბევრად მეტია ვიდრე მხოლოდ ვიზუალი. ის უნდა გრძნობდეს აუდტორიის მოთხოვნებს და პასუხობდეს მათ. ბრენდის დიზაინი აერთიანებს ფერებს, სტილს, გამოსახულებას, გრაფიკას და ლოგოს იმისათვის, გააცოცლოს თქვენი ბრენდი.
მოყევი შენი ისტორია
დღეისათვის, ყველაზე წარმატებული ბრენდები ბევრად მეტია, ვიდრე მათი პროდუქტი. ბევრად მეტი ღირებულება აქვთ, ვიდრე მხოლოდ პროდუქტის შექმნის გამოცდილება. მათი ძირითადი ღირებულება, ის ამბავია, რასაც მომხმარებელს უყვებიან. და ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ თქვენი ამბის მოყოლაში.


დიზაინი თქვენი ბრენდის ისტორიის გულია
ბრენდის დიზაინი თქვენი კომპანიის სულს ასახავს. ის გამოხატავს იმას, რაც მიგაჯაჭვებს თქვენს ბრენდს. და ის გადასცემს ღირებულებებს მთელ სამყაროს, ისე რომ საუკეთესო აუდიტორიას შეუძლია იპოვოს და შეიყვაროს ის რასაც შენი ბრენდი სთავაზობს.
ბრენდის დიზაინი
ინმარკის გრაფიკული დიზაინერების გუნდი ბრენდის დიზაინის ამოცანებს ფაზლივით შლიან და საუკეთესო გამოსავალს პოულობენ მათ ასაწყობად. ვიცით, რომ არჩევანი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ სტრუქტურის, გამოყენებადობის, ტიპოგრაფიისა და ფერის შესახებ, განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უყურებენ და რეაგირებენ ადამიანები თქვენს ბრენდზე. ამიტომ, ჩვენ ვქმნით გამოცდილებაზე დაფუძნებულ დიზაინს, პროდუქციის შეფუთვას ან თვითონ პროდუქტს და მზად ვართ ამაში თქვენც დაგეხმაროთ.


English